ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აცხადებს ვაკანსიას, პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე
06-03-2024
ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე ვებტექნოლოგიებში Front-End და Back-Еnd დეველოპერის მიმართულებით ვაკანსიას აცხადებს თბილისისა და საჩხერის ფილიალებში.

განაცხადის გაკეთება დაინტერესებულ პირებს 11 მარტის ჩათვლთ შეუძლიათ. რეზიუმე უნდა გადაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: btacollegehr@gmail.com

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნაა: განათლება შესაბამის სფეროში (პროფესიული ან უმაღლესი) ან დარგში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება. 

იხილეთ, პროგრამის პროფესიული მიმართულებები:

• დარგობრივი ინგლისური ენა ვებტექნოლოგიებში
• ვებგვერდის მარკირება და სტილებით გაფორმება
• გრაფიკული გამოსახულების შექმნა-დამუშავება
• ვებგვერდის ინტერაქტიულობისა და ეფექტების შექმნა JavaScript-ის საშუალებით
• ვებგვერდის მართვის სისტემების (CMS) გამოყენება
• ვებგვერდის მარკირება Bootstrap-ის საშუალებით
• ვებგვერდის ინტერაქტივისა და ეფექტების შემუშავება Angular-ის საშუალებით
• ვებგვერდის ინტერაქტივისა და ეფექტების შემუშავება React-ის საშუალებით
•ვექტორული გამოსახულების დამუშავება (Adobe Illustrator)
• სერვერის მხარის კოდის შექმნა
• რელაციური მონაცემთა ბაზების გამოყენება ვებ დეველოპმენტში
• არარელაციური მონაცემთა ბაზების გამოყენება ვებ დეველოპმენტში
• ტესტირება და ოპტიმიზაცია
• ვერსიების კონტროლი და DevOps ოპერაციების განხორციელება
•ვებ საიტის, ვებ აპლიკაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
• არქიტექტურული გადაწყვეტა და ჰოსტინგის ინფრასტრუქტურის მართვა
• პროფესიული განვითარება - ვებტექნოლოგიებში

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია გთავაზობთ:

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • დარგში კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მუდმივ მხარდაჭერას და სწავლებას პროფესიული განათლების პედაგოგიკის საკითხებში;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას - 574 21 75 72
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203