სკოლების სია, სადაც დირექტორობის არც ერთი კანდიდატი არ დარეგისტრირდა
09-03-2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, დირექტორობის მსურველთა ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

უკვე ცნობილია, დირექტორობის რამდენი კანდიდატი ჰყავს თითოეულ სკოლას; ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა არის ისეთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც არც ერთ აპლიკანტს არ წარუდგენია მოთხოვნა.

ასეთი 18 სკოლაა. იხილეთ სრული სია:

ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის No11 საჯარო სკოლა;

ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის No6 საჯარო სკოლა;

აფხაზეთის No22 საჯარო სკოლა;

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლა ;

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლა;

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლა;

რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლა;

მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის No2 საჯარო სკოლა;

მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის No3 საჯარო სკოლა;

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლა;

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა;

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლა;

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლა;

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლა;

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლა;

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირიკის საჯარო სკოლა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203