აწყვიტის საჯარო სკოლაში დედის დღეს ვიქტორინა მიეძღვნა 
07-03-2024
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობები ეძღვნება. 

ამჯერად, სკოლაში დედის დღე აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლების - ჯილდა ივანიძის, მაია ველიჯანაშვილისა და ელზა ივანიძის დახმარებით, ვიქტორინა გამართეს. მასში მოსწავლეები და მათი დედები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა დედიკოებს კითხვები დაუსვეს, დედები კი მათ დიდი სიყვარულით პასუხობდნენ. გარდა ამისა, პატარა მოსწავლეებმა მშობლების გული სიმღერებითა და ლექსებითაც გაახარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ და მხიარულად ჩაირა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203