„გაზაფხული და დედა“ - ქვიტირის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღეებს ლიტერატურული კომპოზიცია მიეძღვნა
07-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.

სკოლაში, გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - 3 და 8 შთამბეჭდავად აღინიშნა. 

„ქალი ყოველივე მშვენიერების სიმბოლოა... დედა კი არის ის, ვის გარეშეც უფალმა არ ინება ყოფნა. უფალსაც სურდა დედა ჰყოლოდა. უფალსაც სურდა შვილი რქმეოდა და სწორედ ამ მშვენიერი არსების დღეს აღვნიშნავთ 3 მარტს“, - ამბობენ სკოლაში.

სკოლაში, გაზაფხულის პირველ დღეს, საყვარელ დედებს, ყველა დედასა და ქალს, დედის დღე მიულოცეს ქვიტირის საჯარო სკოლის ლიტერატურულ კლუბ „დედა ენის“ წევრებმა (კურატორი გ.სალდაძე). „გაზაფხული და დედა“ - ასეთი სახელწოდებით წარადგინეს მათ დამსწრე საზოგადოების წინაშე ლიტერატურული კომპოზიცია.

კლუბის წევრებმა საყვარელ დედებს ქართველი პოეტების ლექსებითა და ლამაზი სიტყვებით მიმართეს საყვარელ დედებს. მათ, ასევე  დედების პატივსაცემად შესანიშნავად იმღერეს და იცეკვეს.

„საზეიმო დღე კიდევ უფრო დაამშვენა დედა-შვილის: თეა ჯიხვაშვილისა და მარიამ ლიპარტელიანის შესრულებულმა სიმღერამ დედაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიება დასრულდა ღირსი პაისი მთაწმინდელის სიტყვებით: „როდესაც დედა ლოცულობს, ჯოჯოხეთი კანკალებს, ეშმაკისთვის დედამიწაზე ყველაზე საშიში ადამიანი მლოცველი დედაა. მისი შვილები უფლის ხელში ანთებული ჩირაღდნებია“.

„დაე, სამარადისოდ იკაშკაშონ ამ ჩირაღდნებმა. გილოცავთ დედის დღეს!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ლიტერატურული კლუბის კურატორი გ.სალდაძე და სკოლის ბიბლიოთეკარი ვერა ვაჩეიშვილი.

ეს დღე ძალიან ემოციური, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203