ახალი სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამები, დაფინანსება და ვადები - მთავრობის გადაწყვეტილება ცნობილია
07-03-2024
საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2024-2025 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრა.

სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 ლარისა.

2024-2025 სასწავლო წლისათვის:

ა) განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები:

ა.ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა);
ა.ბ) ჯანდაცვა;
ა.გ) ჰუმანიტარული;
ა.დ) ხელოვნება;
ა.ე) აგრარული;
ა.ვ) განათლება;
ა.ზ) სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა);
ა.თ) საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა);
ა.ი) სამართალი;
ა.კ) მათემატიკა და ფიზიკა;
ა.ლ) ინფორმაციული ტექნოლოგიები;
ა.მ) ბიზნესი და ეკონომიკა;

2024-2025 სასწავლო წლისათვის მილიონ ორასი ათას რვაასი ლარი განაწილდეს ამ პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში განსაზღვრულ მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე, პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით:

ა) საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%;
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%;
გ) სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;
დ) განათლება − 6,07%;
ე) ჰუმანიტარული − 6,07%;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;
ზ) ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%;
თ) სამართალი − 3,07%;
ი) მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;
კ) აგრარული − 2,17%;
ლ) ჯანდაცვა − 1,17%;
მ) ხელოვნება − 0,67%.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203