ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, First Business Trip ახალი და საუცხოო პროდუქტია Go Tour-ისგან, რომლის ფარგლებშიც შედგა უპრეცედენტოდ მასშტაბური ბიზნესკონფერენცია ნეაპოლში, რომელსაც აკადემიის რექტორი სოფიო მაჭარაშვილი ესწრებოდა.
„1-ელიდან 4 მარტის ჩათვლით ქალაქ ნეაპოლში ბიზნესკონფერენციაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რექტორი სოფიო მაჭარაშვილი იმყოფებოდა. კონფერენციაში სხვადასხვა პროფილის ბიზნესწარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ახალი კავშირები, საინტერესო გამოწვევები ახალი იდეების განხორციელებისთვის.
მსგავსი ვიზიტები ეხმარება აკადემიის პუპულარიზაციის გაზრდას და საერთაშორისო მასშტაბით არსებული კოლეჯების გამოცდილების და ინოვაციების გაზიარებას“, - აღნიშნულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.