ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ.
აღსანიშნავია, რომ თავად მოსწავლეებიც მოტივირებულები არიან. ამის დასტურია ისიც, რომ ისინი STEM -კლუბის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ. გარდა ამისა, STEM -ის ლაბორატორიის რესურსებს ქიმიისა და ფიზიკის გაკვეთილებზე მასწავლებლები - აგილ ისლამოვი, ვახიდ სულეიმანოვი და ვუგარ ალიევი, ისეთი საკითხების შესწავლის დროს, როგორიცაა „ენერგია და მისი სახეები“, „ქიმიური ბმის ენერგია“, „ენერგიის ქიმიური წყაროები“ და სხვა, წარმატებით იყენებენ.
ამჯერად, STEM -ის ლაბორატორიაში მოსწავლეებმა გაკვეთილზე ნახეს როგორ მუშაობს მზის ბატარეა, როგორ შეიძლება ჩვეულებრივი წყლის დაშლის შედეგად მიღებული ენერგიით მანქანის ამოძრავება. მათ თვალნათლივ დაინახეს, როგორ შეიძლება ნივთიერების დაშლის შედეგედ მიღებული ენერგია ადამიანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
„ასეთი გაკვეთილები უფრო მეტად მიმზედველსა და საინტერესოს გახდის მოსწავლეებისთვის STEM საგნებს და სკოლასაც ხელს უწყობს აკადემიური მიზნების მიღწევაში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: