ჭელიაღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეებს წარმტაცი ღონისძიება მიუძღვნეს
07-03-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება. 

ამჯერად, სკოლაში 8 მარტისა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელმაც მოსწავლეებს საშუალება მისცა სითბო და სიყვარული გამოეხატათ საყვარელი ადამიანების - დედებისა და მასწავლებლების მიმართ. 

ღონისძიებაში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა, მათ წაიკითხეს ლექსები და სახალისო აქტივობებში ჩაერთნენ.

ღონისძიების დასასრულს მასწავლებელმა - მანანა ჯმუხაძემ მოსწავლეებს დაურიგა მისალოცი ბარათები.

აღსანიშნავია, რომ ჭელიაღელის საჯარო სკოლის მზრუნველი პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებზე ზრდიან და გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203