წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს.
ერთ-ერთი მათგანი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი - ალეკო სოფრომაძეა. ის მშობლიურ სკოლას პროექტის - „თსუ დესპანი“ ფარგლებში ეწვია.
მან შეხვედრა გამართა და მოსწავლეებს, პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიები და სტუდენტური ცხოვრება გააცნო. მან მოსწავლეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
„ოფურჩხეთის საჯარო სკოლა მსგავს პროექტებში ჩართულობითა და სხვა აქტივობებით მოსწავლეთა პროფორიენტაციული და კარიერული დაგეგმვის კუთხით, ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს, რათა ახალგაზრდებმა მომავლის გააზრებულად დაგეგმვა შეძლონ. მისასალმებელია ის, რომ პროექტის მხარდამჭერებმა („საქართველოს ბანკი“ და „Digital Institute“) მოტივაციის გაზრდის მიზნით, აქტიური მონაწილეებისათვის პრიზები დააწესეს“,- ამბობენ სკოლაში.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „დესპანები" მშობლიური სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.
იხილეთ ფოტოები: