ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, იმართება როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიებები, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
სკოლაში გაზაფხულის მეორე ლამაზი დღესასწაული, 8 მარტიც იზეიმეს.
ღონისძიებაში მეორე - მეთორმეტე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა - ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და თეატრალური წარმოდგენებიც გაითამაშეს. ბავშვებმა 8 მარტი თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს ყველა ქალს, პირველ რიგში კი მასწავლებლებს, დედებსა და ბებიებს.
სარვამარტო ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სომხური ენის მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებს მათი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენის მიზნით, ღონისძიებებით ანებივრებენ.
იხილეთ ფოტოები: