ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანის საჯარო სკოლაში, დედის დღისა და 8 მარტისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, მათ თვალწარმტაცი წარმოდგენა დადგეს და დედებსა და ქალბატონებს დღესასწაულები დიდი ზარ-ზეიმით მიულოცეს.
მოსწავლებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ბოლოს კი ემოციური სიტყვები წარმოთქვეს, რამაც დღე კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.
როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სასკოლო საზოგადოებისთვის და მშობლებისთვის, ღონისძიება დასამახსოვრებელი, ემოციებით დატვირთული და ხალისიანი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: