უმაღლეს განათლებას საქართველოში უფრო მეტი ქალი იღებს ვიდრე კაცი
08-03-2024

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 177.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტია. სანიშნავია ისიც, რომ ტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 51.2პროცენტი ქალია, ხოლო 48.8 პროცენტი - კაცი - ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

2023 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 26.3 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტით მეტია.

კურსდამთავრებულებიდან 60.1 პროცენტი არის ქალი, ხოლო 39.9 პროცენტი - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 1.7-ჯერ აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა უმაღლესი განათლებით, 2019-2023 წლებში:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203