საბავშვო ბაღების ელექტრონული სისტემის წარმოების წესში ცვლილება შევიდა
21-03-2024

ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ ბაზაში ასახული ინფორმაცია დამუშავდება მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლების მიერ.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, შეიქმება ვებაპლიკაცია საბავშვო ბაღებისთვის.

„რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომში – მართვის სისტემა) სერვერზე განთავსებულ ელექტრონულ ვებაპლიკაციას, რომელშიც მხოლოდ ამ ვებაპლიკაციის ავტორიზებული მომხმარებლების მიერ აისახება ამ წესით განსაზღვრული ინფორმაცია“, - ნათქვამია ბრძანებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203