პროფესიული განათლების დოკუმენტში ცვლილება შევიდა
17-03-2024

„პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტის მიხედვით განისაზღვრა, რომ „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი მოდულების საფასურის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი მაქსიმალური ოდენობის“ 845-ე გრაფა შეეხება სამოქალაქო განათლების ზოგად მოდულს.

დადგენილება ძალაშია და მას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203