საყდრიონის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მირანდა ბოლქვაძე საგანმანათლებლო პროექტის ფინალისტია
08-03-2024
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. მათი მონდომება კი მიღწევებზე აისახება. 

ისტორიის პედაგოგის მაყვალა საგინაძის მხარდაჭერითა და დახმარებით საყდრიონის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე მირანდა ბოლქვაძე საგანმანათლებლო პროექტში - „დიდგორელი“ ჩაერთო. 

მე-10 კლასელმა წარმატებით გადალახა ყველა ტური, შედეგად ის ფინალისტია. სკოლაში მოსწავლის მიღწევა ახარებთ და გამარჯვებას უსურვებენ. 

„საყდრიონის სკოლის პედკოლექტივი და მოსწავლეები ულოცავენ მირანდას და წარმატებას უსურვებენ ფინალში გამარჯვებისათვის. მადლობა ასევე პროექტის ორგანიზატორებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

„დიდგორელი“ საკონკურსო პროექტია, რომელიც ისტორიული მოვლენების ცოდნაზეა ორიენტირებული და მოითხოვს წარსულის ცოდნასა და გააზრებას. ხელს უწყობს მოსწავლე-ახალგაზრდებში შემეცნებითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას, მოტივაციისა და ცნობიერების ამაღლებას.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203