თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრიწყლების საჯარო სკოლის მზრუნველი მასწავლებლები მოსწავლეებს სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ასწავლიან.
ემოციების გამოსახატავად კი საუკეთესო დრო დედის დღეა.
თეთრიწყლების საჯარო სკოლაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ.
დამსწრე საზოგადოებას ბავშვებმა გააცნეს ამ დღის ისტორია, წაიკითხეს ლექსები დედაზე, წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ფილმები და გაითამაშეს თეატრალური წარმოდგენები, სადაც დედის როლსა და მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და ყველაზე საყვარელი ადამიანების მიმართ სიყვარული გამოხატეს.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიკა მაისურაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: