ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას ახალი სასწავლო სივრცე შეემატება, რომელიც 1200-მდე სტუდენტის მიღების საშუალებას მისცემს
11-03-2024
სასტუმრო პარაგრაფში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ USAID-ის მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტის დაწყება აღინიშნა.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიამ 2023 წლის აგვისტოში ქალაქ საჩხერეში (2900 კვ. მ ფართის) საგანმანათლებლო ჰაბის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ამჟამად დასრულების ეტაპზეა.

საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მიერ აშენებულ სასწავლო ცენტრში USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ქართული სტუმარ-მასპინძლობის სკოლის ჩამოყალიბებას ჩაეყარა საფუძველი.

სკოლა სტუმარ-მასპინძლობის სექტორში, როგორც იმერეთში, ასევე დასავლეთ საქართველოს რეგიონების მასშტაბით მსმენელთა მომზადება/გადამზადებას შეძლებს და ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას.

აკადემიის მიერ იმერეთის რეგიონში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ აღნიშნულ სექტორში კადრებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა.

ახალაშენებული შენობის მასშტაბურობიდან გამომდინარე საჩხერის ფილიალში დაგეგმილია სტუდენტების რაოდენობის გაზრდა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის სხვადასხვა მიმართულებებით პრიორიტეტული და მოთხოვნადი სადიპლომო პროგრამების დამატებაც. კოლეჯს ახალი სასწავლო სივრცე 1200-მდე სტუდენტის მიღების საშუალებას მისცემს.

USAID საქართველოში ხელს უწყობს ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203