ბათუმის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო ბიბლიოთეკას ღონისძიებით სტუმრობდნენ
12-03-2024

ბათუმის N5 საჯარო სკოლაში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საინტერესო ინიციატივებით გაჯერებული, სასწავლო პროცესის შეთავაზებას. 

ამჯერად, მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება გაიმართა, ისინი საბავშვო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და დიდი ინტერესით გაეცნენ, სხვადასხვა ლიტერატურას. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის - მარიამ კაკაბაძის ხელმძღვანელობით, თემას -  „წინადადება და სასვენი ნიშნები“, მიუძღვნეს. 

მოსწავლეებისთვის დღე ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, სკოლაში, გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი გასვლითი აქტივობები, მათი დაინტერესების, გააქტიურებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203