დირექტორობის გამოცდაზე მინიმუმ 48 ქულა უნდა აიღოთ - კომპეტენციის ზღვარი
12-03-2024

საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა ტესტირება დასრულდა და ამჟამად, აპლიკანტები შედეგების მოლოდინში არიან - ვადები ჯერჯერობით უცნობია.

სამაგიეროდ, ცნობილია ის აუცილებელი ბარიერი, რომელიც ტესტირებაზე გამსვლელმა გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად უნდა გადალახოს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „ტესტირების წარმატებით გავლისათვის დირექტორობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც შეადგენს ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს (48 ქულა)“.

აქვე აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლის დირექტორების  შესარჩევის კონკურსის ტესტირების საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებდა საკანონმდებლო ბაზასა და პროფესიულ უნარებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203