თბილისის N48 საჯარო სკოლაში ეკოკლუბი წარმატებით მუშაობს. ეკოკლუბელი მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში არიან ჩართულნი და ეკოლოგიაზე ზრუნავენ.
ბუნების გამოღვიძებასთან ერთად, ეკოკლუბის ფარგლებში, საგაზაფხულო აქტივობები დაიწყო.
აქტივობების მიზანია ტენისმოყვარული მცენარეების იაპონური კოკედამას მეთოდით დარგვა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, თერაპიული ტიპის სამუშაო მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა უნარის გამომუშავებაში.
აქტივობებს პედაგოგი ნინო პეტრიაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: