ღარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის შემობრძანება იზეიმეს
12-03-2024

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად, დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, გაზაფხულის შემობრძანება იზეიმეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მოსწავლეთა შემოქმედობითობით დამსწრე საზოგადოება მოიხიბლა და დადებითი ემოციით დაიმუხტა.

ეს დღე დასამახსოვრებელი და ემოციური იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.

„გილოცავთ! გაზაფხულივით ფერად და კარგი სიახლეებით დახუნძლულ მომავალს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203