„3 მარტი - დედისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა! დედა - სიცოცხლის წყაროა, გულწრფელი, უანგარო სიყვარულის და სიხარულის გამზიარებელი. ის არის საუკეთესო მრჩეველი და მეგობარი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოუსმენს და დაეხმარება შვილს“,- გვეუბნებიან ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ საყვარელი ქალბატონებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა მოსწავლეთა გამართული ლამაზი ღონისძიება.
ღონისძიებაში სკოლის ყველა კლასი მონაწილეობდა, მოსწავლეებმა დედებს ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დღესასწაული და მათ როლი და ამაგი აღნიშნეს.
ბავშვებმა მშობლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს და სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
იხილეთ ფოტოები: