დამტკიცდა განათლების ადმინისტრირების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით დამტკიცდა, განათლების ადმინისტრირების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი. დარგობრივი მახასიათებელი განათლების ადმინისტრირების უმაღლესი განათლების II საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრავს შესაბამისი კვალიფიკაციის მისანიჭებლად აუცილებელი სწავლის შედეგების მინიმალურ მოთხოვნებს. ის, ასევე, განსაზღვრავს დასახული სწავლის შედეგების მინიმალური სტანდარტის მისაღწევად საჭირო სწავლა - სწავლებისა და შეფასების მეთოდებს, რესურსებს და სხვა არსებით მახასიათებლებს.
დოკუმენტის სრული ვერსიაგანათლების ადმინისტრირება გულისხმობს საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და განათლების სისტემის და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წარმართვას - ადამიანური და მატერიალური რესურსების ინტეგრირებას და ამ რესურსების ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფას საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.