ცხენთაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი დაუვიწყარი ღონისძიება
12-03-2024
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - 3 და 8 მარტი საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლის აჯამეთის კორპუსის მოსწავლეებმა ამ დღესასწაულებს მიუძღვნეს ღონისძიება სახელწოდებით - „ქალი, სიცოცხლე და გაზაფხული!“

ღონისძიებაზე, მათ იმღერეს, იცეკვეს, თემატური ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და ასე მიულოცეს მშობლებს, პედაგოგებს, მიწვეულ სტუმრებს გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღე.

აქტივობებში ბავშვები ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა ამაღლებულმა განწყობამ მთელი სასკოლო საზოგადოება მოიცვა. ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

მოსწავლეებს სკოლაში წარმატებებსა და ბედნიერ მომავალს უსურვებენ.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203