გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ემოციური დედებისა და შვილების ერთობლივად შესრულებულმა სასცენო ნომრებმა გახადა
13-03-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და შემოქმედებითი გახადონ. სწორედ ამიტომ, ყველა დღესასწაული დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ეწყობა. სკოლაში შემოქმედებითი საღამოების მოწყობაში აქტიურად არიან ჩართულნი მოსწავლეების მშობლები, რაც ღონისძიებებს კიდევ უფრო საინტერესოს, მიმზიდველს და დაუვიწყარს ხდის. სწორედ ასეთი, შთამბეჭდავი, მრავალფეროვანი და ემოციური იყო, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ახლახანს ჩატარებული ღონისძიება, რომელიც დედის დღეს მიეძღვნა. 

გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მესამე კლასში 3 მარტს დედის დღის აღსანიშნავი ღონისძიება -  „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო !“ ჩატარდა. საღამოს ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული პედაგოგი ნათია სალუქვაძე, მოსწავლეების მიერ შესრულებული საცეკვაო ნომრები ქორეოგრაფ მელანო დარჩიას დადგმული იყო, ხოლო საღამოს მუსიკალურად თამარ თენიეშვილი აფორმებდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეებთან ერთად მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებში მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. 

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203