მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა. დოკუმენტის თანახმად, ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ტექნოლოგიებში ტარდება როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ, რუსულ ან სომხურ ენაზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც ასწავლიან/რომლებსაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე.
ცნობილია, რომ ტესტირებას კოორდინაციას განათლების სამინისტრო გაუწევს, ხოლო რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდას, ბრძანების თანახმად, „საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ დადგენილი ოდენობის ქულების დაგროვებას, ამასთან:
ა) უფროს მასწავლებელს, რომელიც რეგისტრირებულია პროფესიული უნარების გამოცდაზე, პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის გადალახავს მინისტრის მიერ წამყვანი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს;
ბ) წამყვან მასწავლებელს, რომელიც რეგისტრირებულია პროფესიული უნარების გამოცდაზე, პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ის გადალახავს მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის დაწესებულ ზღვარს“.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.