თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედიკოებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს - შთამბეჭდავი ღონისძიება დამრიგებლების ხელმძღვანელობით ჩატარდა
14-03-2024

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო ღონისძიებები და აქტივობები იმართება.

ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლების ხელმძღვანელობით, გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად 3 და 8 მარტი განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნეს.

„ღონისძიებაზე, მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და თბილი სიტყვებით მოეფერნენ დედებს“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეთა შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა და დადებითი ემოციებით დამუხტა.

სკოლაში, აღნიშნული კლასების დამრიგებლებს: ნონა ნაცვლიშვილს, მთვარო ჭელიძეს, ლალი დარბაისელს, მაცაცო პაიჭაძე-ონიანს და მოსწავლეებს ლამაზი დღისთვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203