სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღეს დაუვიწყარი ღონისძიება მიუძღვნეს
14-03-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასში, გაზაფხულის პირველ დღესასწაულს - 3 მარტს ემოციური და დაუვიწყარი ღონისძიება მიეძღვნა, რომელსაც დაწყებითი კლასის მასწავლებელი ბელა დვალიშვილი ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებაზე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად, აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები, რამაც ამ დღეს ხალისი კიდევ უფრო შემატა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203