ზურაბ გურჩიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერის საჯარო სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და ლიტერატურისადმი მათი ინტერესის გაღვივებაზე.
სწორედ ამ მიზნით, მკითხველთა კლუბის წევრმა მოსწავლეებმა წაიკითხეს შერჩეული წიგნები, მოაწყვეს განხილვა და დაწერეს საინტერესო ესეები.
აღსანიშნავია, რომ ნამუშევრები ჟიურიმ განიხილა და გამოავლინა გამარჯვებულები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ ეტაპზე, კონკურსის გამარჯვებული მე-10 კლასის მოსწავლე ელენე პაკელიანი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ელენე მონაწილეობდა კონფერენციაში, რომელზეც 10 მონაწილე სკოლის გამარჯვებულმა მოსწავლეებმა წარადგინეს ნამუშევრები.
მონაწილეები გახლდათ: თიკო უმფრიანი, ელენე პაკელიანი, ზოი პაკელიანი, ლიზი ცალანი, მარიამ პაკელიანი, მარიამ გერლიანი, ნინი გერლიანი, ნინი კატშანი, რომლებიც დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
„წინ მომდევნო ეტაპი გველოდება! მადლობა მოსწავლეებს და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: