წალკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსწავლეები 300 ლარს მიიღებე სკოლის წარჩიებით დასრულებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება ეხება იმ მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი და მათი სარეიტინგო ქულა 100000-მდე.
თანხის მისაღებად კი მოსწავლემ სკოლა ოქროს ან ვერცხლის მედალზე უნდა დაამთავროს.
წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულების შესახებ;
დ) ცნობა საჯარო სკოლიდან ოქროს ან ვერცხლის მედლის კანდიდატობის შესახებ;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.