მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლაში, დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა „ფერადი სივრცე“, რომელიც უკვე იქცა მოსწავლეთა საყვარელ ადგილად.
სივრცე, რომელიც უამრავ ემოციას, ფოტომასალას და ისტორიას იტევს, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სახალხო დაფინანსებით გაიხსნა.
გახარებული პედაგოგები, ემოციებით აღსავსე მოსწავლეები და დიდი ჟრიამული წვირმის საჯარო სკოლაში - ასეთ გარემოში იზეიმეს ახალი სივრცის მოწყობა სკოლაში.
„ძალიან ბევრ ემოციას იტევს ეს ფოტოები, მთელ ამბავს ყვება მაღალმთიანი სოფლის სკოლის ბავშვებზე, მათ სურვილებზე, ახდენილ ოცნებებზე, უსაზღვრო შესაძლებლობის, საოცარ ბავშვებზე, რომლებიც იმდენად ჯიუტები არიან, რომ იბრძვიან საკუთარი ოცნებებისთვის, იციან რომ 7-თვიანი თეთრი ზამთრის პირობებში ბევრი ფერი სჭირდებათ, რომ ერთმანეთს გაუფერადონ დღეები.
ჩვენი სივრცეც ისეთი ფერადი გამოვიდა, როგორც თავად არიან პირველ ჩვენებას მაყურებელი ნამდვილად არ აკლდა, მადლობა ყველას, თქვენ შექმენით დღევანდელი დღე და ადამიანებმა, ვისი ვარსკვლავებიც ჩვენს კედელზე ციმციმებს.... დიახ! ჩვენ ეს შევძელით“, - ამ სიტყვებით აფასებენ სკოლაში ახალ სივრცეს და მადლობას უხდიან თითოეულ ადამიანს მხარდაჭერისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: