დაბა თამარისის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა დედებსა და მასწავლებლებს ლამაზი ღონისძიება აჩუქეს
15-03-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის მზრუნველი მასწავლებლები მოსწავლეებს სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გამოხატვას ემსახურებოდა მე-2 კლასის მოსწავლეთა ღონისძიება, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და მასწავლებლებს და მშობლებს ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დღესასწაული. ბავშვებმა ასევე საინტერესო ინსცენირება წარმოადგინეს.

მოსწავლეებმა მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს და შემოქმედებითობით დედებსა და პედაგოგებს სიამაყის საფუძველი მისცეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203