ხურვალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ნახატების კონკურსში მონაწილეობდნენ
15-03-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათ წახალისებას, ჩაერთონ სხვადსხვა კონკურსებში დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამჯერად, მოსწავლეები ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ნახატების კონკურსში ჩაერთნენ, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით მოეწყო. 

კონკურსის თემა იყო -  „ძლიერი/მისაბაძი ქალი“.

მოსწავლეები კონკურსში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი, შექმნეს საინტერესო ნამუშევრები და წარადგინეს აუდიტორიის წინაშე. 

აღსანიშნავია, რომ ამავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე თინიკო ხუბულურმა II ადგილი დაიკავა, დაჯილდოვდა საპატიო სიგელით და საჩუქრებით.

სკოლაში მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი თინიკოს, ულოცავენ ამ წარმატებას და უსურვებენ, კიდევ მრავალჯერ ესახელებინოთ სკოლა. 

ასევე მადლობას უხდიან მასწავლებელს - სოფო გიუნაშვილს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203