ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
18-03-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც სპორტულ ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობასა და მიღწევებზე აისახება. 

მათ შორის, სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში და რეგიონულ ტურში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და შემდგომ ეტაპშიც გამარჯვებას უსურვებენ. 

„წარმატებულად იასპარეზეს ჩვენმა ოქროს ბიჭებმა. ვულოცავთ, ამ წარმატებას და მომავალ გამარჯვებებს ვუსურვებთ. მადლობას ვუხდით ჩვენს სპორტსმენებს, სპორტის მასწავლებლებს - ბაკურ ბარამიძეს და ვალერი ლილუაშვილს, რომელთა თავდაუზოგავი შრომით კიდევ არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203