სხვადასხვა ქვეყანა აერთიანებს კრიტერიუმებს, რომლებიც ხელს უწყობს სკოლებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრას და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა მოსწავლისთვის. სახელმწიფო აუდიტის სმასახურს განხილული აქვს ის პრინციპები რომლითაც სხვადასხვა ქვეყანაში სკოლების დაფინასნება ხდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ უწყების განმარტებით,
საქართველოში სკოლების ვაუჩერული სისტემის მოდელი გადასახედიაბელგია; ესტონეთი; პოლონეთი; სლოვაკეთი - კრიტერიუმები დაკავშირებულია ისეთ მახასიათებლებთან, როგორებიცაა, სკოლის გეოგრაფიული მდებარეობა, მოსწავლეთა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები, სოციალური თუ ეკონომიკური ფონი და თითოეულ მოსწავლემდე დასული მახასიათებელი, რომელიც მიუთითებს დამატებით საჭიროებას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში 26 ფედერალური დაფინანსება ყველაზე ხშირად გამოიყოფა კონკრეტული პროგრამის ან მოსწავლის საჭიროებების მხარდასაჭერად. იმის განსაზღვრისთვის, თუ რომელ ძირითად კომპონენტებს უნდა შეიცავდეს საჭიროებებზე დაფუძნებული ფორმულა, გამოყოფენ ოთხ ძირითად კომპონენტს, რომლებიც წარმოადგენს ფორმულის ფუნდამენტს.
თითოეული კომპონენტი ეხება სკოლებისთვის სახსრების გამოყოფის ძირითად მიზანს:• ძირითადი განაწილება: აღნიშნული დაფინანსება შეიძლება გამოიყოს მოსწავლეზე ან კლასზე; თუ ერთეული არის კლასი, მაშინ ფორმულა მოიცავს კრიტერიუმს კლასის მაქსიმალური დასაშვები ზომის შესაბამისად;
• სასწავლო გეგმის გაუმჯობესება: ეს კომპონენტი არეგულირებს კონკრეტული საგანმანათლებლო პროფილის უზრუნველყოფის ხარჯებს და ვრცელდება მხოლოდ შერჩეულ სკოლებსა და მოსწავლეებზე. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სპეციალიზებული
კურიკულუმის შეთავაზება, როგორებიცაა, ხელოვნება, სპორტი ან სხვადასხვა პროფესიულ სფეროებზე ფოკუსირება;
• დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებისათვის რესურსების განაწილება: აღნიშნული მიზნად ისახავს სტუდენტის სხვადასხვა მახასიათებლის ადაპტირებას, რაც საჭიროებს დამატებით რესურსს, საჭირო სასწავლო გეგმის ერთნაირი
დონის უზრუნველსაყოფად;
• სკოლის ობიექტთან/ადგილთან დაკავშირებული სპეციფიკური საჭიროებებისათვის: სკოლები, რომლებიც მდებარეობს გარეუბნებში, საგრძნობლად პატარა ზომის კლასებით. სკოლები მაღალი ხარჯებით (დაკავშირებულია ადგილობრივ ეკონომიკურ ფაქტორებთან და/ან სპეციალიზებული აღჭურვილობის საჭიროებებთან). სკოლის ზომა არის ერთეულის ღირებულების მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. ფიქსირებული ხარჯები (მაგალითად, სკოლის პერსონალი, შენობა, საგნების შერჩევა) არ მცირდება მოსწავლეების რაოდენობასთან ერთად.