სკოლებში 6-დღიანი სწავლება დასაშვებია - რა წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში
24-03-2024

ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაწერილია სასწავლო პროცესის ხანგრძლივობა. დოკუმენტის თანახმად, სასწავლო კვირა ხუთდღიანია, თუმცა დასაშვებია ექვსდღიანი სწავლებაც, სამინისტროსთან შეთანხმებით.

ესგ-ში წერია, რომ 6-დღიანი სწავლება სკოლაში დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ:

„ა) სკოლის სასწავლო გეგმიდან გამომდინარე სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას;

ბ) გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები. ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს;

გ) ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203