თბილისის N173 საჯარო სკოლის პატარა მეცნიერები
20-03-2024

ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

მათ შორის, მოსწავლეები, პედაგოგ თამარ შაღაშვილის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, ხალისით შეუერთდნენ გამომცემლობა „ტრიასისა“ და ასოციაცია „ბიო“-ს ორგანიზებით ჩატარებულ კონკურსს - „მე ვეუფლები მეცნიერებას“. 

მოსწავლეთა საკონკურსო ვიდეო - „წყლის წრებრუნვა“, ჟიურის რჩეული გახდა.

ახლახან, სკოლაში სერტიფიკატები მიიღეს და მოსწავლეებს საზეიმოდ გადასცეს. 

„მადლობა, ხათუნა გოგალაძეს და ასოციაცია „ბიოს“ ჩემი პატარა მეცნიერების გახარებისთვის.წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის“,- აღნიშნავს პედაგოგი თამარ შაღაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203