ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა და მოწაფეთა დიდ ინტერესს იწვევს.
მათ შორის აღსანიშნავია პროექტი - „ექსპერიმენტები ბუნებისმეტყველებაში“, რომელიც მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, თავშესაქცევია და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავს. პროექტის ფარგლებში მესამეკლასელები ქიმიურ ცდებს დააკვირდნენ და ექსპერიმენტებში თავადაც მიიღეს მონაწილეობდა.
„პროექტის ფარგლებში ვესტუმრეთ ქიმიის ლაბორატორიას, სადაც საინტერესო და „ჯადოქრული“ დღე გვაჩუქა მაკა მასწავლებელმა (მაკა გეგეშიძე)“,- გვიყვება პედაგოგი მაია ნანავა.
მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები და შეავსეს ცხრილები. დაკვირვების შედეგად კი ამოიცნეს სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენა.
„მესამეკლასელები დაგვპირდნენ, რომ კარგად ისწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებს, განსაკუთრებით ქიმიას, რომ თავადაც შეძლონ მსგავსი „ჯადოქრობების“ ჩადენა“,- დასძენს პედაგოგი.
მესამეკლასელთა პედაგოგები არიან - თამარ შაღაშვილი და მაკა გეგეშიძე.
იხილეთ ფოტოები: