წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც სხვადასხვა კონკურსში მოსწავლეთა ჩართულობასა და მიღწევებზე აისახება.
12-13 მარტს, წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, წალკის მერიის სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლობით, უმცროსი ასაკის მოსწავლეთა შორის ჩატარდა პირველობა ჭადრაკში.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნარდევანის საჯარო სკოლის მე-2 და მე-4 კლასის შემდეგი მოსწავლეები:
მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიოზო ადგილებიც დაიკავეს - პირველი ადგილი დაიმსახურა სურენ ნურბეკიანმა. მეორე და მესამე ადგილები კი მიშა მაზმანიანმა და ნერსეს ტაზაიანმა გადაინაწილეს.
იხილეთ ფოტოები: