ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის მიზნით მრავალფეროვანი ღონისძიებები ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია დედის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა დედებს დღესასწაული ემოციური სიტყვებით მიულოცეს და დღე მეტად დასამახსოვრებელი გახადეს.
იხილეთ ფოტოები: