ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა π რიცხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
18-03-2024
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N1 საჯარო სკოლაში ნამდვილი მათემატიკური დღესასწაული მოეწყო.

მოსწავლეებმა π რიცხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა მოიძიეს დღესასწაულის დაარსების ისტორია, აღნიშნეს, რომ პირველად ეს დღე 1988 წელს სამეცნიერო მუზეუმ Exploratorium-ში, სან-ფრანცისკოში აღინიშნა, იგი ფიზიკოსმა ლარი შოუმ დააარსა, რომელმაც განაცხადა, რომ თარიღის ამერიკულ სისტემაში (თარიღი/თვე) 14 მარტი რიცხვ პის პირველ ციფრებს ემთხვევა π = 3,14…

აგრეთვე დასძინეს, რომ სწორედ ეს რიცხვი, ემთხვევა ცნობილი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის დაბადების თარიღს.

მოსწავლეებისთვის ღონისძიება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშსაქცევი აღმოჩნდა. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

მათემატიკის საერთაშორისო დღე იუნესკოს მე-40 სესიის გადაწყვეტილებით 14 მარტს აღინიშნება, რაც რიცხვ π-ს (3,14) უკავშირდება.


იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203