მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები 
19-03-2024

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს თბილისისა და რეგიონების 26 მანდატურმა გენდერული ნიშნით ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენერთა ტრენინგი გაიარა.

„ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: გენდერული როლები და სტერეოტიპები; გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის განვითარების ძირითადი ეტაპები და აღნიშნული სფეროს  მარეგულირებელი ძირითადი საერთაშორისო და რეგიონული ინსტრუმენტები; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და CEDAW კომიტეტის სტანდარტები და პრეცედენტული გადაწყვეტილებები; ძალადობის ფორმები და მათი იდენტიფიცირების სირთულეები; ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე რეაგირების მექანიზმები; ძალადობაგამოვლილი პირებისათვის გათვალისწინებული სერვისები; ოჯახში ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტები; ოჯახში ძალადობის თავისებურებები, ციკლი და დინამიკა; ბავშვზე ოჯახში ძალადობის ფორმები, რისკ-ფაქტორები და შედეგები; მსხვერპლის იდენტიფიცირება - საფრთხის სიგნალები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და შემსწრე ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებები და რეაქციები; ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები და სხვა.

ტრენინგი გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახორციელებს.

ტრენერთა ტრენინგს გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტები უძღვებოდნენ“, - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203