ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლის, გულნაზი ჩილინგარაშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობაზე - „გაზაფხული ჩვენს სოფელში“, იმუშავეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, გაშალეს ფანტაზია და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეთა ნამუშევრებმა მასწავლებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
დღე სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ბავშვები სიამოვნებით მუშაობდნენ აქტივობაზე.
იხილეთ ფოტოები: