ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნასა და მათი განწყობის ამაღლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა დატვირთული, მათ შორისა დედის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი წარმოდგენა.
ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ, მრავალფეროვანი ნომრები დადგეს, დედებსა და ქალბატონ პედაგოგებს დღესასწაული ემოციური სიტყვებით მიულოცეს.
მოსწავლეების წარმოდგენამ, მუსიკალურმა თუ ქორეოგრაფიულმა უნარებმა და სამსახიობო ოსტატობამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიება ემოციებით სავსე, ხალისიანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები: