ოშორის საჯარო სკოლის ეკოკლუბის - „ოშორულას“ წევრებმა ხანძრით დაზარალებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახს სურსათი და ტანსაცმელი გადასცეს
19-03-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლაში მოტივირებული, ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომელთაც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა აქვთ.

სკოლის ეკოკლუბის - „ოშორულას“ წევრებმა, რომელთა უმრავლესობა სსსმ მოსწავლეები არიან, ხელმძღვანელ მასწავლებლებთან - რუსუდან ზაზაძესა და ანა მინდორაშვილთან ერთად, ნიკო კეცხოველის პრემია 2024-ის ფარგლებში, საქველმოქმედო აქცია - „ერთობის ძალა“, წამოიწყეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ გელსუნდაში ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი დაეწვა და ოჯახი, 4 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, ღია ცის ქვეშ დარჩა. ქველმოქმედების იდეაც სწორედ მაშინ დაიბადა. ეკოკლუბმა „ოშორულამ“ აღნიშნული ინფორმაცია სასკოლო საზოგადოებაში გაავრცელა და სურსათისა და ტანსაცმლის შეგროვება დაიწყო. 

საქველმოქმედო ღონისძიებაში ყველა მოსწავლე, მასწავლებელი და სკოლაში დასაქმებული პირი ჩაერთო. აღნიშნული სურსათი და ტანსაცმელი ოჯახს ადგილზე გადაეცა. ეკოკლუბს ტრანსპორტირებაში - ოშორიდან გელსუნდამდე, ოშორის სკოლის ადმინისტრაცია დაეხმარა.

„ოჯახისთვის ეს მცირედი დახმარებაც ძალიან სასიხარულო იყო“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203