ყოროლისთავის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი მედლები გადაეცათ
19-03-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლას ბევრი წარმატებული მოსწავლე აღუზრდია. პედაგოგები მოწაფეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევენ, რაც მათ აკადემიურ მიღწევებზე აისახება. შესაბამისად, სკოლას ჰყავს არაერთი მედალოსანი მოსწავლე.

მათ შორის არიან წარჩინებულ კურსდამთავრებულები - მარიამ ფუტკარაძე და გიგა როდინაძე, რომელთაც კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ, მათი წარმატებით ამაყობენ და მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ჩვენ ვართ ამაყები იმით, რომ გვყავს თქვენისთანა წარჩინებული მოსწავლეები. გისურვებთ მუდმივ წინსვლასა და წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203