„საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, დარღვევის აღრიცხვის ფორმა, რომელსაც ადგენს მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენის ადგილის, დარღვევის ტიპის, ქვეტიპისა და დამრღვევი პირ(ებ)ის შესახებ.
ასევე მითითებული უნდა იყოს დარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და მანდატურის/უფლებამოსილი პირის მიერ გატარებული ღონისძიება.