თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში წარმატებით იასპარეზეს.
თამაში - „რა ? სად? როდის? - ევროპის შესახებ“, რაიონული ტური, 16 მარტს, სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში შემეცნებითი და საინტერესო იყო. კითხვები ეხებოდა ევროკავშირის ფასეულობებს, საქმიანობას, საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ღირებულებებს.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლა. წამყვანი - „რა? სად? როდის?“, კლუბის წევრი დავით ლომინაძე გახლდათ.
შედეგების მიხედვით, პირველი ადგილი დაიკავა ასურეთის საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილი თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის გუნდმა.
სკოლაში გამარჯვებას ულოცავენ მოსწავლეებს: ვ.გორგასლიძეს, ა. მეტრეველს, ნ. გორგასლიძეს, მ. მაცაბერიძეს, ნ. მაცაბერიძესა და დ. ცერცვაძეს და პედაგოგებს: ი. გორგასლიძესა და მ. წერეთელს.
სკოლაში ასევე ულოცავენ, ყველა სკოლის მოსწავლეებს ასეთ მნიშვნელოვან ტურნირში მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ასურეთის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლას მასპინძლობისთვის.
იხილეთ ფოტოები: