ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ლიზა არძენაძე izrune.ge -ს მამოტივირებელ, საგანმანათლებლო ტესტებს დიდი მონდომებითა და წარმატებით ასრულებს.
ამჯერად, მან გეოგრაფიის ოლიმპიადა - „ჩვენ და დედამიწა“, გაიარა და სერტიფიკატი დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ დანდალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას ყოველთვის მხარს უჭერენ და არაფორმალური განათლების პროექტებში მათ ჩართულობას ახალისებენ.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.