შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლის მოწაფეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და მამოტივირებელ, საგანმანათლებლო ტესტებს დიდი მონდომებითა და წარმატებით ასრულებენ.
აღსანიშნავია - ანა აბაშიძის, ლიზი დავითაძის, მეგი აბაშიძის, ანდრია ბერიძის, გუგა თედორაძის, ბაჩი ანანიძის და ბექა ხინკილაძის წარმატება.
ბექა ხინკილაძემ და ლიზი დავითაძემ izrune.ge-ს ნასწავლის გამორებისა და გააზრების ოლიმპიადაში მოიპოვეს წარმატების დამადასტურებელი სეტრიფიკატები.
ანა აბაშიძემ, მეგი აბაშიძემ, ანდრია ბერიძემ, გუგა თედორაძემ და ბაჩი ანანიძემ კი თებერვლის შემაჯამებელი ტესტი გაიარეს საამაყოდ და შესაბამისი დიპლომებიც მიენიჭათ.
შეგახსენებთ, რომ izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისაგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: